Wednesday, July 6, 2011

სასწავლო პროექტის გეგმა




პროექტის სახელწოდება
ბეთანია
პროექტის მთავარი იდეა (თემა ) 1-2 წინადადებით:
პროექტის მთავარი იდეაა ღირშესანიშნავი ძეგლის, ბეთანიის, გზამკვლების შედგენა.
პროექტის აქტუალობა:
 პროექტი აძლევს მოსწავლეს საკუთარი იდეებისა და შეხედულებების ჩამოყალიბების უნარს.გამოკვეთოს საკუთარი პოზიციები და გადაწყვეტილებები მიიღოს, რომლებიც გავლენას ახდენს პროექტის შედეგსა და სასწავლო პროექტზე.

პროექტის მიზნებია:მოსწავლეები ისწავლიან შეადგინონ თავიანთ მხარეში არსებული მათთვის ნაცნობი ძეგლის გზამკვლევი,
განუვითაწდებათ კვლევითი,  თანამშრომლობითი და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები.
(ქართ.VII10),წერილობით გადმოსცემენ საკუთარ თვალსაზრისს,იმსჯელებენ კონკრეტულ საკითხებზე სათანადო არგუმენტების მოხმობით,საინფორმაციო ტექსტს შექმნიან წყაროების გამოყენებით.
მონაწილეთა ასაკი:
VII-კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:
1 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
ბეთანიის გზამკვლევის შედგენა.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ინტერნეტი, ტელევიზია ენციკლოპედია, პრესა, ლექსიკონი, ციფრული, საწერი კალამი,თაბახის ფურცლები.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები ):
ბავშვები ირჩევენ თემას,ყალიბდება საპროექტო ერთი ჯგუფი (ბავშვების სიმცირის გამო), შეიმუშავებენ გეგმას, ირჩევენ ჯგუფის ლიდერს, რომელიც პასუხისმგებელია კონკრეტულ საქმიანობის შედეგზე, ხოლო დანარჩენები შემსრულებლები არიან. ერთი თვის განმავლობაში აგროვებენ მასალებს ბეთანიის გეოგრაფიული მდებარეობის, მითოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, მისი დაარსების შესახებ  და  ჯგუფის ლიდერს აბარებენ, შემდეგ ამზადებენ პრეზენტაციას, რომელსაც მასწავლებელს წარუდგენენ თვის ბოლოს. შეფასება ხდება მოსწავლეების მიერ ჩაბარებული ანგარიშის მიხედვითა და მოსწავლეთა ჩართულობის მიხედვით ამ პროექტში.
საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
გეოგრაფიასთან-გეოგრაფიული მდებარეობის გამო,ისტორიასთან ფაქტებისა და მოვლენების გამო, ქართულ ენასა და ლიტერატურასთან წინა პარაგრაფში ნასწავლი მასალის განმტკიცების გამო და ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი ):
ნინო დალაქიშვილი
ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:
ninodalaqishvili5@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:
ninodalaqishvili.bloggspot.com

No comments:

Post a Comment